"ოცნება" "გადამგდები" პოლიტიკური ძალაა - ირაკლი კუპრაძე
ხელისუფლების გადაწყვეტილება საარჩევნო ბარიერის არდაწევასთან დაკავშირებით ოპოზიციას არ უკვირს. "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნება" გადამგდები პოლიტიკური ძალაა. ოპოზიციის წევრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება შეშინებულია და მსგასი გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო.
"ქართული ოცნება" არის, ზოგადად, გადამგდები პოლიტიკური ძალა, რომელიც დაპირებებს არასდროს იცავს. ეს არის მათი შიშებით ნაკარნახევი გადაწყვეტილებები. რაც შეეხება პარტიებს, რომელთაც აქვთ რისკი, რომ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახონ, მათ უნდა მიიღონ შესაბამისის სტრატეგიული გადაწყვეტილება ერთგვარი გამსხვილების შესახებ. "ლელოს" ეს პრობლემა არ უდგას, "ლელოს" უკვე 5%-იანი ბარიერი გადალახული აქვს, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
"ქართული ოცნებამ" კიდევ ერთი პირობა დაარღვია - სარჩევნო ბარიერი არ დაიწევა. საკითხი ისე დახურა, რომ ამ თემაზე კონსულტაციებიც კი არ გაუმართავს. ივანიშვილის პარტია არ არის თანახმა, მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იყოს, მთავრობა კი ოპოზიციასთან ერთად დააკომპლექტოს.