"ოცნების" მხრიდან მოტყუებას შეჩვეულები ვართ - გია ბარამიძე
ენმ-ს წევრი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ ოპოზიცია "ოცნების" მხრიდან მოტყუებას შეჩვეულია. საქმე საარჩევნო დაპირების მიუხედავად, საარჩევნო ბარიერის არდაწევას ეხება.
ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლებას არ აწყობს, რომ შედარებით მომცრო პარტიები პარლამენტში მოხვდნენ.
ნათელია, რომ 2%-მდე ბარიერის დაწევა ამ რეჟიმს არ აწყობს. არ აწყობს, რომ მართლა დეპოლარიზაცია მოხდეს, არ აწყობს ,რომ შედარებით მომცრო პარტიები, მაგრამ რომლებთაც ჰყავთ თავისი ამომრჩეველი, თუნდაც 2% და მეტი, მოხვდნენ პარლამენტში. მათი მხრიდან საზოგადოების, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო, მოტყუების ფაქტებს შეჩვეულები ვართ და როგორც ჩანს, ასე არიან ამ მომენტისთვის განწყობილები, - ამბობს გიორგი ბარამიძე.
"ქართული ოცნებამ" კიდევ ერთი პირობა დაარღვია - სარჩევნო ბარიერი არ დაიწევა. საკითხი ისე დახურა, რომ ამ თემაზე კონსულტაციებიც კი არ გაუმართავს. ივანიშვილის პარტია არ არის თანახმა, მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იყოს, მთავრობა კი ოპოზიციასთან ერთად დააკომპლექტოს.