თბილისელების ინტერესების დაცვა და დედაქალაქის განვითარება - "ლელო" პარტიულ ორგანიზაციას აფუძნებს

13.11.23 12:03
თბილისელების ინტერესების დაცვა და დედაქალაქის განვითარება - "ლელო" პარტიულ ორგანიზაციას აფუძნებს

"ლელო" თბილის პარტიულ ორგანიზაციას აფუძნებს. ამის ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

ოპოზიციური პარტიის ლიდერის განმარტებით, ორგანიზაციის მიზანს თბილისელების ინტერესები დაცვა და დედაქალაქის განვითარებაში მოსახლეობის უშუალო ჩართულობა წარმოადგენს. 

ბადრი ჯაფარიძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე კონფერენცია 19 ნოემბერს გაიმართება, სადაც ორგანიზაციის ხელმძღვანელი რგოლი იქნება არჩეული. 

„ლელო“ აფუძნებს ქალაქ თბილის პარტიულ ორგანიზაციას. მიმდინარეობს აქტიური მზადება პარტიული კონფერენციის ჩასატარებლად, რომელიც შედგება 19 ნოემბერს. ამ კონფერენციაზე არჩეული იქნება თბილისის პარტიული ორგანიზაციის საბჭო და "ლელოს“ თბილისის პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარე. მეორე დღიდან, როგორც კი არჩეული იქნება „ლელოს“ თბილისის  პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი რგოლები, დაიწყება ბრძოლა თბილისელების ინტერესების დასაცავად გაათმაგებული ენერგიით. ცხადია, რომ ამოცანაა თბილისელებმა დაიბრუნონ საკუთარი ქალაქი და თბილისელებმა გადაწყვიტონ ქალაქის განვითარების ბედი მათი შეხედულების შესაბამისად და გადაწყვეტილებები აღარ იქნეს  მიღებული ისე, როგორც დღეს მიიღება თბილისი განვითარებასთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩვენ გვსურს, რომ ეს ნაბიჯი, რაც ემსახურება თბილისის მცხოვრებლების ინტერესების დაცვას, კიდევ უფრო აქტიურად იქნეს გადადგმული 19 ნოემბერს ახალი შემადგენლობით, ახალი სახეები „ლელოს“ თბილისის პარტიულმა ორგანიზაციამ თავისი ძალისხმევა გააძლიეროს იმისთვის, რომ თბილისელების ინტერესები მაქსიმალურად იქნეს დაცული, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

მსგავსი სიახლეები