დეტალების საქმის კურსში არ ვარ - შს მინისტრის მოადგილე ენმ-ის კონსულტანტის ქვეყანაში არ შემოშვებაზე

13.11.23 12:02
დეტალების საქმის კურსში არ ვარ - შს მინისტრის მოადგილე ენმ-ის კონსულტანტის ქვეყანაში არ შემოშვებაზე

„დეტალების საქმის კურსში არ ვარ,“ – ამ განცხადებას შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აკეთებს და ვერ აკონკრეტებს, რა გახდა ენმ-ის კონსულტანტის ქვეყანაში არ შემოშვების ძირითადი მიზეზი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ განმარტავს, რატომ არ შემოუშვა საქართველოში ბრიტანეთის მოქალაქე - „ნაციონალური მოძრაობის“ უცხოელი კონსულტანტი.

ლონდონიდან თბილისში ჩამოსულ ბენ მალეტს მესაზღვრეებმა სტანდარტული პასუხი გასცეს -  „არ აკმაყოფილებ კანონის მოთხოვნებს“, მაგრამ არ დაუკონკრეტებიათ, რა კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა  ბრიტანეთის მოქალაქემ.
ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ ეს სტანდარტული პროცედურაა და მალეტს შეუძლია გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება.

ეს არის სტანდარტული პროცედურა, როდესაც ხდება ადამიანის შემოვლის დროს ინსპექტირება, შესწავლა და კონკრეტულ შემთხვევაში არის გარემოებები, როდესაც იღებს უფლებამოსილი პირი გადაწყვეტილებას, რომ არ დაუშვას ქვეყანაში. ამ შემთხვევაში ამ პირს აქვს უფლება, რომ გაასაჩივროს, თუკი არ ეთანხმება ინსპექტორის გადაწყვეტილებას, ვინც ადგილზე მიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ეს ხდება ყოველდღიურად, ანუ არაერთ ადამიანს ეთქმევა უარი ქვეყანაში შემოსვლაზე და ყველა ქვეყანას აქვს მსგავსი პროცედურა,“ - ამბობს დარახველიძე.

მსგავსი სიახლეები