რატომ არ შემოუშვეს მალეტი საქართველოში - ენმ-ში ვარაუდობენ, რომ მიზეზი ოპოზიციური პარტიის კონსულტანტობაა

13.11.23 12:08
რატომ არ შემოუშვეს მალეტი საქართველოში - ენმ-ში ვარაუდობენ, რომ მიზეზი ოპოზიციური პარტიის კონსულტანტობაა

"ამ დრომდე არ გვაქვს ინფორმაცია, სად იმყოფება ეს ადამიანი, დააბრუნეს თუ არა დიდ ბრიტანეთში, იმყოფება თუ არა ისევ აეროპორტში," - ამ განცხადებას ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი ნადირაძე აკეთებს და ბრიტანეთის მოქალაქის, პარტიის კონსულტანტის საქართველოში არშემოშვებას ეხმაურება.

ნადირაძის შეფასებით, დაუსაბუთებელი მიზეზით უთხრეს უარი მათ კონსულტანტს ქვეყანაში შემოსვლაზე. ნადირაძე დარწმუნებულია, რომ ბრიტანეთის მოქალაქეს პრობლემები იმიტომ შეუქმნეს, რომ ის ენმ-სა და "სტრატეგია აღმაშენებლის" კონსულტანტია. 

დაუსაბუთებლად ჩაუწერეს მიზეზი იყო გაურკვეველი, სხვა მიზეზებით, ანუ ჩამონათვალია, რის გამო შეიძლება არ შემოუშვა პირი ქვეყანაში და სხვა მიზეზი - ასე პირდაპირ, ახსნა-განმარტების გარეშე არ შემოუშვეს.
ბენ მალეტი ოფიციალურად არის ენმ-სა და სტრატეგია აღმაშენებლის კონსულტანტი, რომელიც დაგვეხმარება და გვეხმარება საარჩევნო საკითხებში, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში, ეს არის ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ქართულ-ბრიტანულ საკონსულტაციო, ძალიან სერიოზულ და ავტორიტეტულ ჯგუფს და როგორც ჩანს, ეს არის ერთადერთი მიზეზი,“ - ამბობს ირაკლი ნადირაძე.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური კონსულტანტი, ბრიტანეთის მოქალაქე საქართველოში არ შემოუშვეს. კომპანია TMG-ის საერთაშორისო პროექტების დირექტორს, საზღვრის კვეთის დროს, მიზეზების დასახელების გარეშე საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს.

მსგავსი სიახლეები