ეს არის რუსული რეჟიმის რეპრესიების მცდელობა და პანიკა - “ნაციონალური მოძრაობის” და “სტრატეგია აღმაშენებლის” კონსულტანტი ბენ მალეტი საქართველოში არ შემოუშვეს - ვაშაძე
“ნაციონალური მოძრაობის” და “სტრატეგია აღმაშენებლის” კონსულტანტის ბრიტანეთის მოქალაქის ბენ მალეტის საქართველოში არ შემოშვებას გიორგი ვაშაძე ეხმაურება.
როგორც “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე აცხადებს, ბენ მალეტი გასულ კვირას საქართველოში იმყოფებოდა დღეს კი მას უმიზეზოდ ქვეყანაში შემოსვლის უფლებას არ აძლევენ.
ქართული ოცნება” ისეთ პანიკაშია, რომ ჩვენი და “ნაციონალური მოძრაობის” კონსულტანტი, ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტი საქართველოში არ შემოუშვეს.ბენი, რომელიც გასულ კვირას უკვე იმყოფებოდა საქართველოში გაურკვეველი მიზეზით, სუს-ის დავალებით გააბრუნეს ქვეყნიდან.
ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორ გარემოში მოგვიწევს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება, ეს მეტყველებს იმაზე, რომ “ქართული ოცნება” არ აპირებს რეკომენდაციის გათვალისწინებას, რაც არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას გულისხმობს.
ეს არის რუსული რეჟიმის რეპრესიების მცდელობა და პანიკა. მათ ეშინიათ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების, რადგან იციან, რომ მათი რეჟიმის დასასრული სულ უფრო ახლოვდება! - ამბობს გიორგი ვაშაძე.