"გაუგებარია შეფასება" - შს მინისტრის მოადგილის პასუხი საია-ს

13.11.23 12:30
"გაუგებარია შეფასება" - შს მინისტრის მოადგილის პასუხი საია-ს

სტიქია შოვში  - საია-ს კრიტიკულ ანგარიშს შს მინისტრის მოადგილე "პირველებთან" პასუხობს. როგორც ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, მისთვის გაუგებარია, რა კუთხით დაინახეს გამოძიების მიმართულებით პრობლემები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

გამოკითხული არის ყველა ის პირი, ვისაც შემხებლობა ჰქონდა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით,ლ დანიშნული არის ექსპერტიზა, გარდა ამისა, ხდება სხვადასხვა მონაცემის დამუშავება, ასე, რომ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება და გაუგებარია საია-ს შეფასება, რა კუთხით დაინახეს პრობლემები. 
ყველა იმ საკითხზე, რაზეც საზოგადოებაში არსებობდა კითხვები, გაეცა პასუხები, დაზარალებულის უფლებამონაცვლეებს საშუალება აქვთ გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, ეს არის სტანდარტული შესაძლებლობა,“ - ამბობს დარახველიძე.

 

ადამიანის უფლებები ბუნებრივი კატასტროფების პირისპირ - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" შოვში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ ანგარიში დაწერა. საია-ში მიაჩნიათ, რომ სტიქიური უბედურების დროს რეაგირება იყო სუსტი. დოკუმენტით ვიგებთ, რომ პრობლემურია გამოძიების ნაწილი. სამართალდამცველები არ იკვლევენ, ვინ დაუშვა შეცდომა და რომ არა გადაცდომები, იქნებოდა თუ არა გაცილებით ნაკლები მსხვერპლი.

 

მსგავსი სიახლეები