"ოცნება", სამწუხაროდ, რუსეთის კოლონიურ პოლიტიკას წინ არ აღუდგება - ბადრი ჯაფარიძე

13.11.23 13:11
"ოცნება", სამწუხაროდ, რუსეთის კოლონიურ პოლიტიკას წინ არ აღუდგება - ბადრი ჯაფარიძე

"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მუქარაზე საქართველოს ხელისუფლებას რეაგირება არ ექნება. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, "ქართული ოცნება" გარკვეულწილად რუსეთს ხელსაც კი უწყობს კოლონიურ პოლიტიკის გატარებაში. 

ლავროვი არის ტიპიური ნეოკოლონიალისტი. ეს არის რუსეთის იმპერიის ნეოკოლიონიასტური პოლიტიკა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოშობილ სახელმწიფოებზე თავიანთი კოლონიალური გავლენა გააძლიერონ. რუსეთის ეს მცდელობა ყოველთვის იყო და დარჩება. დღეს, სამწუხაროდ, გვყავს ხელისუფლება, რომელიც არა მხოლოდ წინ არ აღუდგება, რუსეთის კოლონიურ პოლიტიკას, არამედ გარკვეულწილად ხელს უწყობს ამ კოლონიური პოლიტიკის გატარებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ეს მცდელობა ჩაიფუშება, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ ევროკავშირს ცენტრალური აზიიდან მათი გაძევება სურს. სერგეი ლავროვი პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთი კავკასიაში საკუთარ გავლენებს არ დათმობს. მისი თქმით, რუსეთს ცენტრალურ აზიაში ადგილი ისტორიულად უკავია.  

მსგავსი სიახლეები