მგონია, რომ ამას სალომე ზურაბიშვილი არ გააკეთებს, თუმცა გამორიცხული არაფერია - კალაძე სააკაშვილის შეწყალებაზე

13.11.23 13:17
მგონია, რომ ამას სალომე ზურაბიშვილი არ გააკეთებს, თუმცა გამორიცხული არაფერია - კალაძე სააკაშვილის შეწყალებაზე

შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს - თბილისის მერი, კახა კალაძე ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს არ გადადგამს, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ "გამორიცხული არაფერია". 

კალაძე განმარტავს, რომ ამ ვარაუდის საფუძველს სალომე ზურაბიშვილის მიერ თვეების წინ გაკეთებული განცხადებები ქმნის.

მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამას არ გააკეთებს. რადგან მას პრინციპულად სიტყვა ნათქვამი აქვს. მგონია, რომ ის თავის ნათქვამს არ გადააბიჯებს და გააკეთებს იმას, რაც განაცხადა თვეების წინ და რასაც ამბობდა ყოველთვის. მე მგონია, რომ ამას არ გააკეთებს, თუმცა გამორიცხული არაფერია. თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, ის იქნება გამზიარებელი იმ უბედურებების, რომელთა მთავარი შემოქმედი გახლდათ სააკაშვილი, რაც ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში ამ ადამიანმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა იკადრა და აკადრა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები