"გაუგებარია რა კოალიციურ მთავრობაზეა საუბარი" - კალაძე
"გაუგებარია რა კოალიციურ მთავრობაზეა საუბარი. ამ ადამიანების განცხადებები, რომლებიც დღეს რადიკალურ ფრთას წარმოადგენენ, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი რეალობას მოწყვეტილები არიან", - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძე გააკეთა.
კალაძე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანას შესაძლოა კოალიციური მთავრობა მართავდეს. კალაძის შეფასებით, ოპოზიციისა და პრეზიდენტის განცხადებები რეალობას "მოწყვეტილია". კალაძე ისევ იმეორებს, რომ "ოცნება" 2024 წლის არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობით დარჩება ხელისუფლებაში.
გაუგებარია რა კოალიციურ მთავრობაზეა საუბარი. ამ ადამიანების განცხადებები, რომლებიც დღეს რადიკალურ ფრთას წარმოადგენენ, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, რეალობას მოწყვეტილები არიან, ვერ გრძნობენ, რა ხდება ქვეყანაში და ხალხს რა დამოკიდებულება აქვთ მათ მიმართ. „ქართული ოცნებაა“ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც გაიმარჯვებს და კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.