თუ პრეტენზია გაქვთ პოლიტიკოსობაზე, უნდა შეძლოთ 5%-იანი ბარიერის გადალახვა - კალაძე ოპოზიციაზე

13.11.23 13:31
თუ პრეტენზია გაქვთ პოლიტიკოსობაზე, უნდა შეძლოთ 5%-იანი ბარიერის გადალახვა - კალაძე ოპოზიციაზე

თუ პრეტენზია გაქვთ პოლიტიკოსობაზე, უნდა შეძლოთ 5%-იანი ბარიერის გადალახვა, - ამის შესახებ "ოცნების" გენერალური მდივანი საუბრობს. კახა კალაძე ამბობს, რომ მმართველი პარტია საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით საკითხი გადახედვას არ აპირებს. 

ირაკლი კობახიძის დაპირება, როდესაც იყო ბარიერთან დაკავშირებით, მაშინ რომ მიეცათ სტატუსი, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას. ჩვენ არ ვაპირებთ ამის გადახედვას. ხომ აქვთ პრეტენზია, ხომ ამბობენ, რომ „გვაქვს ხალხში მხარდაჭერა?“, „ძლიერი პოლიტიკოსები ვართ“, „ძლიერი პოლიტიკური პარტიები გვყავს“, აგერ არის 5%-იანია ბარიერი და გადალახოს. თუ 5%-იან ბარიერს ვერ ლახავ, რა პრეტენზია გაქვს, ზოგადად, პოლიტიკოსობაზე და პოლიტიკის კეთებაზე ქვეყანაში? შესაბამისად, 5%-იანი ბარიერი დარჩება, - ამბობს კალაძე.

"ქართული ოცნებამ" კიდევ ერთი პირობა დაარღვია - სარჩევნო ბარიერი არ დაიწევა.  საკითხი ისე დახურა, რომ ამ თემაზე კონსულტაციებიც კი არ გაუმართავს. ივანიშვილის პარტია არ არის თანახმა, მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იყოს, მთავრობა კი ოპოზიციასთან ერთად დააკომპლექტოს. 

მსგავსი სიახლეები