გადამგდებ მმართველ პარტიასთან გვაქვს საქმე - ელისაშვილი "ოცნებაზე"
"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი "ქართულ ოცნებას" "გადამგდებად" მოიხსენიებს. საქმე ეხება პირობის მიუხედავად, საარჩევნო ბარიერის არ დაწევას.
ოპოზიციონერი ლიდერი ფიქრობს, რომ მმართველ პარტიას პარლამენტში მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფნა აწყობს.
გადამგდებ მმართველ პარტიასთან გვაქვს საქმე, ეს არის და ეს. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა მოვინდომოთ, რომ დანარჩენი ოპოზიციისთვის არ იყოს არანაირი ბარიერი პრობლემა. დაბალი ბარიერი არ უნდა იმიტომ, რომ უნდა, რომ ენმ იყოს მარტო მომდევნო პარლამენტში და რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ხელისუფლების გამახანგრძლივებელი „ქართული ოცნებისთვის“. წარმოიდგინეთ პარლამენტი, სადაც „ქართული ოცნებაა“ და „ნაციონალური მოძრაობაა“. ესენი ეტყვიან რაღაცას და ისინი ეტყვიან, თქვენ დროს უარესი იყო“,- ამბობს ალეკო ელისაშვილი.
"ქართული ოცნებამ" კიდევ ერთი პირობა დაარღვია - სარჩევნო ბარიერი არ დაიწევა. საკითხი ისე დახურა, რომ ამ თემაზე კონსულტაციებიც კი არ გაუმართავს. ივანიშვილის პარტია არ არის თანახმა, მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იყოს, მთავრობა კი ოპოზიციასთან ერთად დააკომპლექტოს.