მხარი დავუჭიროთ ლაზარეს 15 და 17 ნოემბერს, საქალაქო სასამართლოში - სირცხვილია
მოძრაობა "სირცხვილია" მოქალაქეებს მოუწოდებს, 15 ნოემბერს 12:00 საათზე და 17 ნოემბერს 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მივიდნენ და მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს მხარდაჭერა გამოუცხადონ.
ამ ორ დღეში გრიგორიადისის დასკვნითი პროცესები გაიმართება და, სავარაუდოდ, განაჩენიც გამოცხადდება.
15 და 17 ნოემბერს ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესები გაიმართება. ლაზარე ხელისუფლების შურისძიების სამიზნეა და ჩვენ შეგვიძლია, რომ მას ჩვენი მხარდაჭერა სასამართლოს დარბაზში გავაგონოთ.
ლაზარე გრიგორიადისი არის იმედისა და გამძლეობის მაგალითი, რომელიც განასახიერებს ჩვენი ქვეყნის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ. მისი ბრძოლა საქართველოს მოქალაქეების კოლექტიური შეუპოვრობის სიმბოლოა. ყველა იმ ადამიანისა, რომელიც მტკიცედ იბრძოდა და იბრძვის საქართველოში რუსული გავლენის წინააღმდეგ, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
ამ გზაზე მიღწეული ნებისმიერი წარმატება საქართველოს მოქალაქეების ბრძოლის შედეგია. ეს ბრძოლა არასდროს იყო მარტივი და ყოველ გამარჯვებას საკუთარი ფასი ჰქონდა. ჩვენ ერთად ვქმნით მომავალს, რომელიც პატივს სცემს თითოეული მოქალაქის გაღებულ ძალისხმევასა და მსხვერპლს", - ნათქვამია განცხადებაში.