დღევანდელი უბედურება ენმ-ს უგუნური პოლიტიკის შედეგია - კალაძე გინტურის მკვლელობაზე
მმართველი გუნდი თამაზ გინტურის მკვლელების დასჯის ნაცვლად, ისევ ძველ ხელისუფლებაზე ლაპარაკითაა დაკავებული. კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ის, რაც კირბალში მოხდა, ენმ-ს უგუნური პოლიტიკის შედეგია.
ამასთან, "ოცნების" გენერალური მდივანი ირწმუნება, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა.
ენმ არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც თავისი უგუნური პოლიტიკით მოგვიტანა ის შედეგი და ის უბედურება, რაც გვაქვს დღეს. ხელისუფლება იმ პრაგმატული პოლიტიკით, რაც აქვს წარმოდგენილი, ახორციელებს და აკეთებს იმას, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა და მშვიდობის შენარჩუნება ჩვენ გვაძლევს ეკონომიკურად გაძლიერების შესაძლებლობას. შესაბამისი სამსახურები გამოიყენებს აბსოლუტურად ყველა ბერკეტს რაც საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, - ამბობს კახა კალაძე.