დაკავებულია პრეზიდენტის განცხადებების კრიტიკით, არაფრისმომცემი განცხადებებია - ნადირაძე პრემიერზე

13.11.23 15:10
დაკავებულია პრეზიდენტის განცხადებების კრიტიკით, არაფრისმომცემი განცხადებებია - ნადირაძე პრემიერზე

"არის დაკავებული პრეზიდენტის განცხადებების კრიტიკით", - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე პრემიერის მხრიდან ჩინეთის ელჩთან გამოთქმულ "სინანულს" და სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას.

პრეზიდენტზე მიტანილ იერიშს ირაკლი ნადირაძე ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს.

არის დაკავებული პრეზიდენტის განცხადებების კრიტიკით, რომელმაც სამართლიანად მისცა შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას პროდასავლური კურსის ნაცვლად არჩეული აქვს გაუგებარი კურსი, ამიტომ ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან არის არაფრისმომცემი განცხადებები და კვლავ და კვლავ, არის ყურადღების გადატანა მთავარი საკითხებიდან მსგავსი ტიპის შიდა პოლიტიკურ განხილვებამდე,“ - ამბობს ირაკლი ნადირაძე.

სალომე ზურაბიშვილის LCI-სთან მიცემული ინტერვიუ პრემიერის შეშფოთებისა და უკმაყოფილების საგანი ხდება. "პრეზიდენტის მსგავსი განცხადება კატეგორიულად მიუღებელია და შემაშფოთებელია" - ეს განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ჩინეთის ელჩთან შეხვედრაზე გააკეთა. 

მსგავსი სიახლეები