ხელისუფლება რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას განცხადებების დონეზეც კი ვერ ბედავს - ნადირაძე

13.11.23 15:10
ხელისუფლება რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას განცხადებების დონეზეც კი  ვერ ბედავს - ნადირაძე

ოპოზიცია კახა კალაძე გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს. საქმე ეხება "ოცნების" გენერალური მდივნის განცხადებას, რომელმაც რუსეთზე უფრო დიდი მტრად ქართული ოპოზიცია გამოაცხადა

ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ წასვლას სიტყვიერადაც კი ბედავს. 

ისინი კვლავ აგრძელებენ მუქარის ტონით საუბარს და ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხი რა არის ამ დროს? ამ დროს პასუხი არის არა კრიტიკა პუტინის ავტოკრატიული რეჟიმის წარმომადგენლების, არამედ ისევ და ისევ ოპოზიციის, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ვერ ბედავენ დაპირისპირებას განცხადებების დონეზეც კი ვერც პუტინის მიმართ და ვერც პუტინის ხელისუფლების მიმართ, რომელიც ყოველდღიურად ფეხქვეშ თელავენ ჩვენი ქვეყნის ღირსებას, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.

მსგავსი სიახლეები