გინტური მოკლა საქართველოს ხელისუფლებამ - ზაზა გოგავა
გინტური მოკლა საქართველოს ხელისუფლებამ, - ამის შესახებ გენერალი ზაზა გოგავა საუბრობს. გოგავა მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის სხვაობა არ არის, რადგან "ქართული ოცნება", პრაქტიკულად, ოკუპაციასაც კი არ აღიარებს.
გინტური მოკლა საქართველოს ხელისუფლებამ, იმიტომ, რომ მათსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის სხვაობა არ არის. იქ ტოლობის ნიშანია. რომელ სირცხვილზე მელაპარაკებით, ადამიანები, პრაქტიკულად, არ აღიარებენ ოკუპაციას. როდესაც გყავს კოლაბორაციონისტი ხელისუფლება, რომელიც იმართება კრემლიდან, მათმა მხარდაჭერამ არ დაახანა, არ დააყოვნა კრემლიდან და ლავროვმა თქვა ის, რაც თქვა, - ამბობს გოგავა.
რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ ევროკავშირს ცენტრალური აზიიდან მათი გაძევება სურს. სერგეი ლავროვი პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთი კავკასიაში საკუთარ გავლენებს არ დათმობს. მისი თქმით, რუსეთს ცენტრალურ აზიაში ადგილი ისტორიულად უკავია.
ლავროვის განცხადების შემდეგ უკვე კახა კალაძემ თქვა, რომ რუსეთზე უფრო დიდ საფრთხეს ქვეყნისთვის ქართული ოპოზიცია წარმოადგენს.