"ოცნებას" პარლამენტში მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფნა აწყობს - დეკანოიძე

13.11.23 15:23
"ოცნებას" პარლამენტში მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფნა აწყობს - დეკანოიძე

დამოუკიდებელი ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ფიქრობს, რომ მმართველ პარტიას პარლამენტში მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტია აწყობს და ეს "ნაციონალური მოძრაობაა". ოპოზიციის წევრს მიაჩნია, რომ პატარა პარტიებისთვის გამოსავალი ახალი ცენტრების შექმნაა. 

მე ვფიქრობ, რომ „ოცნებას“ აწყობს, რომ მხოლოდ ორი პარტია იყოს პარლამენტში: „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“., იმიტომ, რომ ვისაც არ უდგას ბარიერის გადალახვის პრობლემა, ეს არის ენმ. ჯერჯერობით ეს ვითარებაა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კონკრეტულად ახალი ცენტრების შექმნა, ეს იქნება, რეალურად, მათ შორის, ის ერთობა, რომელიც მისცემს პოლიტიკურ ძალებს გადალახონ ეს ბარიერი, - ამბობს დეკანოიძე.  

"ქართული ოცნებამ" კიდევ ერთი პირობა დაარღვია - სარჩევნო ბარიერი არ დაიწევა.  საკითხი ისე დახურა, რომ ამ თემაზე კონსულტაციებიც კი არ გაუმართავს. ივანიშვილის პარტია არ არის თანახმა, მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იყოს, მთავრობა კი ოპოზიციასთან ერთად დააკომპლექტოს. 

მსგავსი სიახლეები