მას შემდეგ, რაც „ოცნებისთვის“ და სუს-თვის გახდა ცნობილი, ჩვენ ბენ მალეტთან აქტიურად ვთანამშრომლობდით, გადაწყვიტეს, რომ ეს ადამიანი ქვეყანაში არ შემოეშვათ - ნადირაძე

13.11.23 15:47
მას შემდეგ, რაც „ოცნებისთვის“ და სუს-თვის გახდა ცნობილი, ჩვენ ბენ მალეტთან აქტიურად ვთანამშრომლობდით, გადაწყვიტეს, რომ ეს ადამიანი ქვეყანაში არ შემოეშვათ - ნადირაძე

„როგორც ჩანს მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებისთვის“ და სუს-თვის გახდა ცნობილი, ჩვენ ბენ მალეტთან აქტიურად ვთანამშრომლობდით, გადაწყვიტეს, რომ ეს ადამიანი ქვეყანაში არ შემოეშვათ, იმის პარალელურად, როცა რუსი პროპაგანდისტები ქვეყანაში უპრობლემოდ შემოდიან,“ - ეს განცხადება საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ გააკეთა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კონსულტანტის, ბენ მალეტის ქვეყანაში არ შემოშვებას გამოეხმაურა.

როგორც ნადირაძე ამბობს, მას შემდეგ რაც სუს-ისთვის გახდა ცნობილი, რომ მალეტი ენმ-სთან თანამშრომლობდა, მას პრობლემები შეუქმნეს.

ბენ მალეტი რამდენიმე დღის წინაც იმყოფებოდა საქართველოში, ჩვენ მასთან გვქონდა საქმიანი შეხვედრები და როგორც ჩანს მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებისთვის“ და სუს-თვის გახდა ცნობილი, რომ ჩვენ მასთან აქტიურად ვთანამშრომლობდით, რადგან ეს არის პროფესიონალების გუნდი, მათ შორის ანტირუსულ პროპაგანდასთან მიმართებაში, ეს ადამიანი უბრალოდ ქვეყანაში აღარც კი შემოუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ თავისი ნივთები ამ ადამიანს ქვეყანაში აქვს. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ რუსები, გავრილოვები, რუსი პროპაგანდისტები ამ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილებიან და ამის პარალელურად ბრიტანეთის მოქალაქეს არ უშვებენ ქვეყანაში. რაც ყველაზე მთავარია, ამ დრომდე შსს-ს ამ დრომდე განმარტებაც კი არ გაუკეთებია რა მიზეზებით არ შემოუშვეს ბენ მალეტი ქვეყანაში ან ამ დრომდე სად იმყოფება.“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მსგავსი სიახლეები