ზურაბიშვილის ძმის განცხადება და მისი აზრის მიწოდება პრეზიდენტის მიმართ არის უმნიშვნელოვანესი და უნდა იყოს გათვალისწინებული - ბოტკოველი
„ზურაბიშვილის ძმის განცხადება და მისი აზრის მიწოდება სალომე ზურაბიშვილის მიმართ არის უმნიშვნელოვანესი და ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს რეალურად გათვალისწინებული და აღქმული პირდაპირ საქმეში, რომელიც წაადგება ჩვენი ქვეყნისთვის როგორც სტატუსის მინიჭებას, ისე მომდევნო ევროპულ სვლას," - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა სალომე ზურაბიშვილის ძმის განცხადების შეფასებისას გააკეთა.
როგორც ბოტკოველი ამბობს, სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რაც საქართველოს ევროინტეგრაციას დაეხმარება.
ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა გარდა იმ მნიშვნელოვანი საკითხებისა, რაც გულისხმობს ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობას, ვიზიტებს ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, მთავარი და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ადგილზე, ქვეყანაში და ამ მთავარ გადაწყვეტილებებში, რა თქმა უნდა, იგულისხმება მისი მხრიდან მიხეილ სააკაშვილისთვის თავისუფლების მინიჭება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება ჩვენი ევროპული წარმატებისთვის. ამ შემთხვევაში, ზურაბიშვილის ძმის განცხადება და მისი აზრის მიწოდება სალომე ზურაბიშვილის მიმართ არის უმნიშვნელოვანესი და ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს რეალურად გათვალისწინებული და აღქმული პირდაპირ საქმეში, რომელი საქმეც წაადგება ჩვენი ქვეყნისთვის როგორც სტატუსის მინიჭებას, ისე მომდევნო ევროპულ სვლას.“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.