მიუღებელია ქალების შეურაცხყოფა და გაჩუმების მცდელობა - კონგრესმენი ოპოზიციონერი ქალების მიმართ სექსისტურ თავდასხმებს ეხმაურება

13.11.23 16:48
მიუღებელია ქალების შეურაცხყოფა და გაჩუმების მცდელობა - კონგრესმენი ოპოზიციონერი ქალების მიმართ სექსისტურ თავდასხმებს ეხმაურება

„უხერხული და პერსონალური თავდასხმები, რომელთა მიზანია ქალების დაშინება ან გაჩუმება, დაუშვებელია,“ - ასე პასუხობს ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს კონგრესმენი ლინდა სანჩესი.

კონგრესის წევრმა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართვას უპასუხა, რომლებმაც სანჩესი საქმის კურსში ჩააყენეს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას სექსისტურ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას.

საპასუხო წერილში კონგრესმენი შეშფოთებულია პარლამენტში მიმდინარე პროცესებით და აღნიშნავს, რომ სექსისტური თავდასხმები პოლიტიკა არ არის. მისივე თქმით, შეიძლება არსებობდეს მკვეთრი პოლიტიკური შეუთანხმებლობა, თუმცა, პერსონალური თავდასხმები პოლიტიკურ პროცესებს ძირს უთხრის.

უხერხული და პერსონალური თავდასხმები, რომელთა მიზანია ქალების დაშინება ან გაჩუმება, დაუშვებელია. როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თანამოაზრე წევრები, უნდა გავერთიანდეთ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ და გავაგრძელოთ სამართლიანობისა და თანასწორობის დაცვა ყველა ქალისთვის.“ - ლინდა სანჩეზი, აშშ-ს კონგრესის წევრის წერილი თინა ბოკუჩავას და თეონა აქუბარდიას, ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელ ნათქვამზე საპარლამენტო ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ და დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ, როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა, კოლეგებს მიწერეს საპარლამენტო ასამბლეაში, მოითხოვეს რეაგირება „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის, ირაკლი ბერაიას ნათქვამზე, რომელიც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარეა. ამ წერილს გამოეხმაურა აშშ-ს კონგრესის წევრი, ლინდა სანჩეზი, რომელიც არის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი და ასევე ნატო-საქართველოს საპარლამენტო კომიტეტის წევრი; “ქალბატონო ბოკუჩავა და ქალბატონო აქუბარდია, მადლობელი ვარ, რომ მაცნობეთ ბოლო კომენტარებისა და ქმედებების შესახებ, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ გააკეთა, როგორც თქვენ, ასევე კიდევ ერთი ქალი პარლამენტის წევრის წინააღმდეგ. უხერხული და პერსონალური თავდასხმები, რომელთა მიზანია ქალების დაშინება ან გაჩუმება, დაუშვებელია. ქალების პოლიტიკის არსებითი განხილვის მაგივრად, კანონმდებელზე სექსისტური და მახინჯი ფრაზებით თავდასხმა გაუმართლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ ავიცილებთ მკვეთრ პოლიტიკურ უთანხმოებებს, რომელიც საკანონმდებლო პროცესის ნაწილია ნებისმიერ სათათბირო ორგანოში, პირადი თავდასხმები სერიოზულად ძირს უთხრის ამ პროცესს. მიუღებელია ქალების შეურაცხყოფა და გაჩუმების მცდელობა, რომლებიც სტატუს კვოს შეცვლას ცდილობენ. როგორც ლათინელი ქალი, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში, ვერ გეტყვით, თუ რამდენჯერ მითხრეს, რომ გავჩუმებულიყავი ან დავლოდებოდი ჩემს რიგს. სხვა კანონმდებლების ღირსეულად და პატივისცემით მოპყრობის აუცილებლობაზე საუბარი ზედმეტია. დემოკრატია აყვავდება, როდესაც ის წარმომადგენლობითია და როცა ქალებს თავიანთი თემების თამამად ადვოკატირების უფლება აქვთ. ჩვენი ქვეყნების მოქალაქეები ელიან და იმსახურებენ ლიდერობას და არა სექსისტურ კომენტარებს მათი არჩეული ოფიციალური პირებისგან. ჩვენ ერთად ვაწყდებით დაბრკოლებებს, როდესაც ვიბრძვით ლიდერობისთვის, რომელიც ტრადიციულად კაცებისთვის არის განკუთვნილი. იცოდეთ, რომ მე თქვენთან ერთად ვდგავარ მიზოგინიის და სექსიზმის წინააღმდეგ. როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თანამოაზრე წევრები, უნდა გავერთიანდეთ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ და გავაგრძელოთ სამართლიანობისა და თანასწორობის დაცვა ყველა ქალისთვის. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ხალხი მთელ მსოფლიოში ყურადღებით აკვირდება, როგორ ექცევიან ქალებს, რომლებიც ისტორიულად გარიყულნი იყვნენ საკანონმდებლო ორგანოებიდან. პატივისცემით, ლინდა სანჩესი აშშ-ის კონგრესის წევრი“ - წერს სანჩესი.

"ოცნების" წევრების მხრიდან შეურაცხყოფა - ქალმა დეპუტატებმა, თეონა აქუბარდიამ და თინა ბოკუჩავამ  NATO-ს წევრი ქვეყნების საელჩოებს წერილით მიმართეს. წერილის გაგზავნის მიზანი პარტნიორების ინფორმირება და სექსისტური, შეურაცხმყოფელი, განცხადებების ავტორებისთვის დისკომფორტის შექმნაა.

 შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს პლენარულ სხდომაზე "ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა. მანამდე კი ალუდა ღუდუშაურმა შეურაცხყოფა მიაყენა ანა წითლიძეს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მათთვის მიკროფონი არ გამოურთავს და არც სიტყვა შეუწყვეტინებია.

მსგავსი სიახლეები