მეტლახის იატაკი და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები - წულუკიანმა ლევილის მამულს ისტორიული სახე დაუკარგა

13.11.23 17:00
მეტლახის იატაკი და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები - წულუკიანმა ლევილის მამულს ისტორიული სახე დაუკარგა

თეა წულუკიანმა ლევილის მამულს ისტორიული სახე დაუკარგა. ვრცელდება ახალი ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილ მამულს ევრორემონტი ჩაუტარეს. ხის იატაკი მოხსნილია და იქ მეტლახია დაგებული. ძველი ფანჯრები მეტალოპლასტმასითაა შეცვლილი. 

კულტურის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ლევილის მამულში გუშაგის სახლის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი და სახელოვნებო რეზიდენციების კეთილმოწყობა დასრულდა.

უწყება აანონსებს, რომ 2026 წლის სექტემბრამდე მამულის ტერიტორიაზე მოეწყობა ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა და ქართული კუთხე (ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები).

 

მსგავსი სიახლეები