იმედი გვაქვს, რომ ეს უტიფარი განცხადება არ და ვერ დააზიანებს იმ სწორ მიმართულებას, რაც საქართველო-ჩინეთს შორის ვითარდება - ამილახვარი

13.11.23 17:14
იმედი გვაქვს, რომ ეს უტიფარი განცხადება არ და ვერ დააზიანებს იმ სწორ მიმართულებას, რაც საქართველო-ჩინეთს შორის ვითარდება - ამილახვარი

"იმედი გვაქვს, რომ ეს უტიფარი განცხადება არ და ვერ დააზიანებს იმ სწორი მიმართულებით, სწორი გეზით აღებულ მიმართულებას, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის ვითარდება," - ეს განცხადება განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გააკეთა.

ამილახვარი სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს ფრანგული მედიისთვის მიცემული ინტერვიუს გამო, სადაც პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერის შესაძლო გასამართლებაზე ისაუბრა, რის გამოც პრემიერს ჩინეთის ელჩისთვის განმარტებების გაკეთება მოუწია.

ბოლო ხანებში არაერთხელ გვინახავს ქალბატონი პრეზიდენტის გადამეტებული, არაეთიკური და არადიპლომატიური განცხადებები, მათ შორის კონსტიტუციის დარღვევა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადასტურა.
იმედი გვაქვს, რომ ეს უტიფარი განცხადება არ და ვერ დააზიანებს იმ სწორი მიმართულებით, სწორი გეზით აღებულ მიმართულებას, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის ვითარდება,“ - ამბობს მინისტრი. 

 

მსგავსი სიახლეები