ვინ შეადგინა რემონტის ეს სახე ლევილის მამულში? - ხელოვნებათმცოდნეები წულუკიანს მიმართავენ

13.11.23 17:20
ვინ შეადგინა რემონტის ეს სახე ლევილის მამულში? - ხელოვნებათმცოდნეები წულუკიანს მიმართავენ

მეტლახის იატაკი და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები - ლევილის მამულის სახეცვლილებას კრიტიკულად აფასებენ ხელოვნებათმცოდნეები. სფეროს ექსპერტები მიმართავენ კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს გაასაჯაროოს ინფორმაცია, ვინ დაგეგმა ის სარემონტო სამუშაოები, რომელიც ლევილის მამულში ჩატარდა. 

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა, იატაკზე მეტლახი არის ის, როგორც ესმით საქმის კეთება და სხვანაირად არ ესმით. ანუ რა განსხვავებაა ბინის გარემონტებასა და გარკვეული ისტორიულ-კულტურული ღირებულების კონტექსტის მქონე ძეგლის დაცვა-განახლება-რეაბილიტაციას შორის, ძალიან ცოტას ესმის. საჯარო ინფორმაციას ვითხოვ 6 წერილის სახით და ასეთი ინფორმაცია არ მაქვს, ასე რომ ვსვამ კითხვას, ვინ შეადგინა რემონტის ეს სახე?“ - ამბობს სოფიო კილასონია.

ეს არის ერთი კონკრეტული მოხელის ამ ვერტიკალის ტიპური წარმომადგენლის გემოვნებაზე მორგებული შედეგი, რომელიც სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდას, რომ აი, რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთეთ და სრულიად დაცლილი გამოდის შინაარსიდან, რომელიც აქვს ამ ადგილს,“ - განაცხადა ირაკლი ხვადაგიანმა.

განახლება მოგვეწოდება, როგორც კარგად გაკრული კაფელი და გარემონტებული შენობა. აბსოლუტურად დაცლილი იმ კულტურული შინაარსისგან, რასაც ეს უნდა ატარებდეს. დიდი პრობლემაა ის ღონისძიებები, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა იმართება ლევილში, სადაც დადის მინისტრი, დადის მის მიერ მისაღებად მიჩნეული ანსამბლები, არტისტების წრეები და ის წარმოდგენები, რაც იქ იმართება, პრაქტიკულად, პერსონალურად მინისტრისთვის,“ - ამბობს ეკა კიკნაძე.
 

თეა წულუკიანმა ლევილის მამულს ისტორიული სახე დაუკარგა. ვრცელდება ახალი ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილ მამულს ევრორემონტი ჩაუტარეს. ხის იატაკი მოხსნილია და იქ მეტლახია დაგებული. ძველი ფანჯრები მეტალოპლასტმასითაა შეცვლილი.  

მსგავსი სიახლეები