წულუკიანს უნდა, ლევილის მამულში ააშენოს რესტორანი, რომელსაც ექნება მუზეუმის ფუნქციაც - დონაძე

13.11.23 17:25
წულუკიანს უნდა, ლევილის მამულში ააშენოს რესტორანი, რომელსაც ექნება მუზეუმის ფუნქციაც - დონაძე

ლევილის მამულში თეა წულუკიანი რესტორნის აშენებას გეგმავს - ამ ინფორმაციას კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე დოკუმენტების შესწავლის შემდეგ ავრცელებს. როგორც დონაძე ამბობს, ლევილის რეაბილიტაციაში 3 მლნ 500 ათასი ევრო დაიხარჯება. რესტორნის აშენება კი ბიუჯეტს 58 ათასი ევრო დაუჯდება. დონაძე არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს.

კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტა ლევილის რეაბილიტაცია, რომელშიც 3 მლნ 500 ათასი ევრო დაიხარჯება, ანუ 10 მლნ ლარზე მეტი. მაგრამ დღეის მდგომარეობით, რასაც ვხედავთ არის ის, რომ ეს თანხა იხარჯება, ოღონდ იხარჯება არაეფექტიანად. იმიტომ, რომ კარგავს მის ავთენტურობას.
ახალი რაღაც მოიფიქრა წულუკიანმა და უნდა, რომ ლევილის მამულში ააშენოს რესტორანი, რომელსაც ექნება მუზეუმის ფუნქციაც. მუზეუმი ააშენოს და რესტორნის ფუნქცია კი არა, უნდა ააშენონ ოდა, რომლის მხოლოდ ნებართვები დაგვიჯდება 58 ათასი ევრო ბიუჯეტიდან. არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს ლევილის მამულში ახალი შენობა-ნაგებობის დადგმა და მითუმეტეს რესტორნის,“ - ამბობს დონაძე.

 

2026 წლის სექტემბრამდე მამულის ტერიტორიაზე მოეწყობა ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა და ქართული კუთხე (ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები).

 

მსგავსი სიახლეები