ლამინირებული პირადობის მოწმობები ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს, მისი გამოყენება არჩევნებზე დაუშვებელია - არასამთავრობო ორგანიზაციები

13.11.23 17:35
ლამინირებული პირადობის მოწმობები ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს, მისი გამოყენება არჩევნებზე დაუშვებელია - არასამთავრობო ორგანიზაციები

ლამინირებული პირადობის მოწმობები ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს, მისი გამოყენება გადამწყვეტ არჩევნებზე დაუშვებელია - ეს არის ის პირველი გამოხმაურება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებში აკეთებენ. 
სამოქალაქო სექტორი წუხს, რომ უდიდესი გამოწვევის ფონზე ხელისუფლება იწონებს პრორუსი დეპუტატის იდეას და ქმნის ახალ მექანიზმს არჩევნების გასაყალბებლად

პირადობის დამადასტურებელი ეს დოკუმენტი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას უსაფრთხოების თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ 2024 წლისთვის არჩევნებში ამ დოკუმენტის გამოყენება მიგვაჩნია რისკის შემცველად. ძალიან ვწუხვართ, რომ კომიტეტმა მხარი დაუჭირა და ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ პარლამენტი ამ ინიციატივას არ გაიზიარებს. ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის, ამომრჩეველს მიუხედავად ბევრი ფაქტორისა, გაუჩნდეს ნდობა და ეს გადაწყვეტილება, ამ დოკუმენტით ხმის მიცემასთან დაკავშირებით ამ მიზანს ვერ მოემსახურება. ამ დოკუმენტით ხმის მიცემა შესაძლოა, გახდეს გამოყენებული მანიპულაციურად,“ - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მთავარი იურისტი გიგი ჩიხლაძე.

საია-ში ხელისუფლებას პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, რომ საინფორმაციო კამპანია ჩაატარონ. 

დღევანდელი ახალი პირადობები უფრო მეტად დაცულია, ვიდრე ეს იყო ლამინირებული. მნიშვნელოვანია ასეთ სიტუაციაში ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა და მოსახლეობას გაუწიოს კონსულტაცია და შეატყობინოს, რომ მომავალ წელს ისინი ვერ შეძლებენ ამ ძველი პირადობების გამოყენებას და ამავე დროს, მოვუწოდებთ, რომ გასცენ უფასოდ ახალი პირადობები,“ - ამბობს საია-ს იურისტი.
 

მსგავსი სიახლეები