აბსურდია ახლა მსჯელობა ხმების გაყალბებაზე და პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით - პაპუაშვილი

13.11.23 17:41
აბსურდია ახლა მსჯელობა ხმების გაყალბებაზე და პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით - პაპუაშვილი

"არის კიდევ დიდი ჯგუფი მოქალაქეებისა, რომლებსაც აქვთ ძველი ID ბარათები და სწორედ ადეკვატური წარმომადგენლობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს ხმა," - ასე ამართლებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფრიდონ ინჯიას ინიციატივას ე.წ. ლამინირებული პირადობების არჩევნებზე გამოყენებასთან დაკავშირებით.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, მოქალაქეთა გარკვეულ რაოდენობას კვლავ ძველი პირადობის მოწმობები აქვთ.

აბსურდია ახლა მსჯელობა ხმების გაყალბებაზე და პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. არის კიდევ დიდი ჯგუფი მოქალაქეებისა, რომლებსაც აქვთ ძველი ID ბარათები და სწორედ ადეკვატური წარმომადგენლობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს ხმა. კიდევ ერთხელ, ოპოზიციას რაც შეეხება, ეს არის საკითხი, რომელიც საჭიროებს მსჯელობას და მათ წარმოადგინონ საკუთარი ერთი მხრივ, არგუმენტები რისკებთან დაკავშირებით. ეს არა რის დიდი ჯგუფი, მაგრამ ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზა, რომ არ შევუზღუდოთ მოქალაქეებს, რომ მიიღონ მონაწილეობა ამაში,“ - ამბობს პაპუაშვილი.

მსგავსი სიახლეები