თუ ჩემს დაკავებას აპირებთ, დამიბარეთ და ჩემი ნებით გამოვცხადდები - გოგა რაზმაძე

13.11.23 17:46
თუ ჩემს დაკავებას აპირებთ, დამიბარეთ და ჩემი ნებით გამოვცხადდები - გოგა რაზმაძე

"თუ ჩემს დაკავებას აპირებთ, დამიბარეთ და ჩემი ნებით გამოვცხადდები," - ამ განცხადებას შსს-დან გათავისუფლებული გოგა რაზმაძე ავრცელებს, რომელმაც სისტემა ამხილა. რაზმაძე ვარაუდობს, რომ უწყება მის დაკავებას გეგმავს.

რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს იმყოფებოდა შსს-ში იმ მიზნით, რომ პირადი ნივთები წამოეღო და შსს-ს კუთვნილი ნივთები უკან დაებრუნებინა. რაზმაძის ინფორმაციით, თავდაპირველად მასზე საშვი დაუშვეს, რაც უფლებას აძლევდა შენობაში შესულიყო, თუმცა, საშვთა ბიუროდან რამდენიმე წუთში უთხრეს, რომ უკან - საშვთა ბიუროსთან უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა შეყოვნების მიზეზი არ აუხსნეს. რაზმაძის თქმით, მას შემდეგ, რაც განმარტება ვერ მოისმინა, შენობა დატოვა.

დღეს, დაახლოებით 16:30 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოვცხადდი.
ვაპირებდი ,,ფუფუნების” საგნების ჩაბარებას და პირადი ნივთების წამოღებას. 
დამიშვეს საშვი (ნივთების გარეშე), უკვე სამინისტროში შესულს, საშვთა ბიუროს ჯარისკაცი დამეწია, შეწუხებული სახით მითხრა, რომ უკან უნდა მოვბრუნებულიყავი. 
დაიწყეს რეკვები, ადგილზე მობილიზირდა შესაბამისი დეპარტამენტის  მენეჯერი. 
ამიხსენეს, რომ ზემოდან ჩემი შეყოვნების დავალება მიიღეს (ტელეფონზე ესაუბრებოდნენ ვინმე გოჩას). 
ჩემი არაერთი მოთხოვნის მიუხედავათ, არ ამიხსნეს შეყოვნების რეალური მიზეზები. 
რამდენჯერმე მოვთხოვე განმარტება, რატომ მომაბრუნეს უკან, ან ვის ელოდებოდნენ. 
კეთილსინდისიერი ჯარისკაცები სრულიად გაოგნებული და შეწუხებულნი იყვნენ. 
ბოლოს კატეგორიულად ავუხსენი ახსნა-განმარტების გარეშე არ ვაპირებდი დიდხანს ლონდინს და დავტოვე შენობა. 
მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირებს, 
განმარტონ შენობაში შესული რატომ მომაბრუნეს უკან (გამოაქვეყნეთ ჩემი შესვლის და უკან მობრუნების კადრები). 
თუ ჩემს დაკავებას აპირებთ, მეტი ორგანიზებულობა და თანმიმდევრულობა არ გაწყენდათ. 
ჩემს შვილებთან  ერთად ამ ქვეყანაში ცხოვრებას ვაპირებ (არსად გაქცევას არ ვაპირებ). 
თუ ჩემს დაკავებას აპირებთ, დამიბარეთ და ჩემი ნებით გამოვცხადდები," - წერს გოგა რაზმაძე.

მსგავსი სიახლეები