ოკუპანტების მიერ სასტიკად მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი გამოკითხვაზეა დაბარებული
ოკუპანტების მიერ სასტიკად მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი გამოკითხვაზეა დაბარებული. გინტურები საგამოძიებო უწყებაში მისვლას ოთხშაბათს გეგმავენ. ისინი გამომძიებლებს მიაწვდიან მკვლელობასთან დაკავშირებით იმ ინფორმაციას, რასაც ისინი ფლობენ, მათ შორის, სავარაუდო მკვლელთან დაკავშირებულს.
როგორც მოკლული მაიორის ძმა გივი გინტური ამბობს, მისი ინფორმაციით, მკვლელი ვასილ დემიდოვია.
ყველამ იცის, გამოქვეყნებულია მკვლელის სურათი, ჩემი ძმის მკვლელი არის დემიდოვი, რომელზეც ინფორმაცია პირველი გავიგე. ხელისუფლებისთვის არ გადმოუციათ, თუ გადმოსცეს და გამოიძიეს ჩემი ძმის მკვლელის საქმე, დიდი მადლობელი ვიქნები ყველასი. იმედი ჯერჯერობით, არ მაქვს,“ - ამბობს გინტური.