"საგუშაგო საჭიროა", "უპატრონოდ ვართ, შეიძლება თავს დაგვესხან და გაგვასახლონ" - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები

13.11.23 18:02
"საგუშაგო საჭიროა",  "უპატრონოდ ვართ, შეიძლება თავს დაგვესხან და გაგვასახლონ" - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა კიდევ უფრო შეშინებულია და აცხადებენ, რომ 2014 წლამდე საქართველოს ხელისუფლების მიერ საოკუპაციო ხაზი უფრო მკაცრად კონტროლდებოდა, თუმცა ამის შემდეგ პოლიციის საგუშაგოებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებიდან სოფლის შესასვლელებში გადმოინაცვლა. 

მოსახლეობა ამბობს, რომ უსაფრთხოების ზონები უნდა გამკაცრდეს, რადგან გინტურის მკვლელობის შემდეგ შეშინებულები არიან.

აბა, ეს კონტროლი არის? უპატრონოდ ვართ, შეიძლება თავს დაგვესხან და გაგვასახლონ,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

საგუშაგო საჭიროა, იმიტომ, რომ ტრასაზე შეიძლება ვიღაცას თავში დაარტყას და შემოიყვანოს ტანკი,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

არავინაა ჩვენი დამცველი. ახალგაზრდა ვაჟკაცი კაცი მოკლეს,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
 

მსგავსი სიახლეები