როგორ იყენებს საბიუჯეტო რესურსებს "ოცნება" საარჩევნო კამპანიისთვის - არასამთავრობოები დარღვევებზე მიუთითებენ

15.06.21 13:22
როგორ იყენებს საბიუჯეტო რესურსებს "ოცნება" საარჩევნო კამპანიისთვის - არასამთავრობოები დარღვევებზე მიუთითებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" შეფასებით, მმართველი პარტიის მხრიდან შესამჩნევია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაც და ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაც. ISFED-ის ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის თქმით, "ოცნება" ისეთ პროექტებს ახორციელებს, რომელიც წინასაარჩევოდ, ამომრჩევლის გულის მოსაგებად სჭირდება და ამისთვის საბიუჯეტო სახსრებს იყენებს. 

მმართველი პარტია გააქტიურდა და დაიწყეს უკვე რეგიონებში შეხვედრები, უფრო მასშტაბური გახდა სხვადასხვა პროექტები, იქნება ეს სოციალური, თუ ინფრასტრუქტურული პროექტები. საჯარო ფინანსებზე ხელი სწორედ ხელისუფლებას და ადგილობრივ თვითმართველობას მიუწვდება. მათ შეუძლიათ, ისე დაგეგმონ პროექტები, რომ ძალიან ახლოს იყოს არჩევნებთან. ამას ვხედავთ ჩვენ, რომ ეხლა გააქტიურდა განსაკუთრებით და შეფუთულია, როგორც რეგიონების განვითარებისთვის. 

პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებები, რაც საკმაოდ შესამჩნევია, ერთი მხრივ არის გათავისუფლებები, მეორე მხრივ, ადამიანები თავისი ნება-სურვილით ტოვებენ ადგილებს", - ამბობს ნინო დოლიძე. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებებს უარყოფენ "ოცნებაში". პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, ამბობს, რომ საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაწყებულა და შესაბამისად ბრალდებები უსაფუძვლოა. 

წინასაარჩევნო კამპანია არ დაწყებულა და ამიტომ ვერანაირი ადმინისტრაციული რესურსი გამოყენებული ვერ იქნება. ძალიან სასაცილოა ISFED-ის მხრიდან ამის მტკიცება, რასაც ისინი ამბობენ. ISFED-თან კითხვები გვაქვს და მათ პასუხები არ გაუციათ და კარგი იქნება, თუ პასუხს გაგვცემენ", - ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე.