კალაძეს ურჩევნია თბილისის და თბილისელების მტრობაზე და შურისძიებაზე ხელი აიღოს - ყურაშვილი
"კალაძეს ურჩევნია თბილისის და თბილისელების მტრობაზე და შურისძიებაზე ხელი აიღოს", - ასე პასუხობს თბილისის მერს კახა კალაძეს გენერალი მამუკა ყურაშვილი.
როგორც მამუკა ყურაშვილი "პირველებთან" ამბობს, კალაძის განცხადება, სადაც თბილისის მერი ქვეყნის მთავარ მტრად არა რუსეთს, არამედ ოპოზიციას ასახელებს, აჩვენებს, რომ ხელისუფლება რუსეთის მოკავშირეა.
რუსეთი მტრად არ მიაჩნიათ იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის ფაშისტური რეჟიმი მოკავშირეა სამოქალაქო ომის პარტიის - ქართული ოცნების. ეს არის კოლაბორაციული დამოკიდებულება, ეს არის მონური პოლიტიკა, არანაირი მოთმენის პოლიტიკა არ არსებობს, ეს არის დათმობის პოლიტიკა, რაც არის მათთბის შედეგიანი. ჩვენს მტეერს ეუბნებიან, რაც გინდათ გააკეთეთ, ჩვენ არაფერზე პასუხს არ გცემთ. ამ ყველაფერს მოჰყვება, რომ ჩვენი გმირები, როგორიც თამაზ გინტურია - ეწირება და ადამიანი დახვრიტეს იმიტომ, რომ ეკლესიის კარი შეაღო,“ - ამბობს მამუკა ყურაშვილი.