"ოცნებამ" საკუთარი ქმედებები ქოსატყუილას დაამსგავსა - ბადრი ჯაფარიძე

13.11.23 18:36
"ოცნებამ" საკუთარი ქმედებები ქოსატყუილას დაამსგავსა - ბადრი ჯაფარიძე

"ქართული ოცნებისთვის" ქოსატყუილა არის საყვარელი გმირი და ქოსატყუილას ფილოსოფიას დაამსგავსეს საკუთარი ქმედებები", - ეს განცხადება პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ "დღის ამბებში" გააკეთა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები დიდი აბსურდის მოგონებით და განხორციელებით არიან დაკავებულები.

ოპოზიციონერი პოლიტიკოს მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებასთან" ბარიერის თემაზე საუბარი არასწორი იქნება, რადგან მთავრობა საკითხს ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციისთვის გამოიყენებს.

სრული ოპოზიციური ერთობა პარლამენტის შიგნით ვერ შეიძლება იყოს ამა თუ იმ კანონპროექტის მიღების გარანტია. თუ ამაზე "ქართული ოცნება" მყარად არის ჩამოყალიბებული, ამაზე მათთან მუდმივი საუბრის გაგრძელება გამოყენებული იქნება "ქართული ოცნების" მიერ იმის სათქმელად, რომ ოპოზიცია საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის, ოპოზიციური პარტია ასეთ ბარიერსაც კი ვერ გადალახავს და ეს იქნება გამოყენებული დასამცირებლად ოპოზიციური სპექტრის, ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამის საფუძველი მიცვეთ "ქართულ ოცნებას".

მმართველი პარტიის მესვეურებისთვის და წევრებისთვის ქოსატყუილა არის საყვარელი გმირი და ქოსატყუილას ფილოსოფიას დაამსგავსეს საკუთარი ქმედებები. რაც შეიძლება დიდი და აბსურდული ტყუილი უნდა თქვან, მე ვფიქრობ, რომ პარტიის სახელწოდებას კარგად ერგება და ვფიქრობ, რომ ქოსატყუილად გადაიქცა ეს პარტია," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები