"ოცნების" ახალი კამპანია ზურაბიშვილის წინააღმდეგ - პრემიერმა პრეზიდენტი საჯაროდ გამოლანძღა
ღარიბაშვილმა დიდი ხანი ვერ მოითმინა. მცირე პაუზის შემდეგ პრემიერმა პრეზიდენტი პირდაპირ ჩინეთის ელჩთან შეხვედრაზე გამოლანძღა. ღარიბაშვილმა განგაშის სიგნალი მას შემდეგ ჩართო, რაც ზურაბიშვილის ფრანგული ინტერვიუ მოისმინა. ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც პუტინისა და სი ძინ პინის გასამართალებას უკავშირდებოდა, პრეზიდენტმა არ დამალა, რომ ეს ისტორიულიი შედეგი იქნებოდა.
ამის შემდეგ პრემიერმა კანცელარიაში ჩინეთის ელჩი დაიბარა. ზურაბიშვილის ნათქვამის გამო ბოდიშები უხადა და დაუკონკრეტა, რომ პრეზიდენტს სრულად ემიჯნება. პრემიერი დიპლომატს არწმუნებდა, რომ საქართველოში გადაწყვეტილებებს მთავრობა იღებს და პრეზიდენტის სიტყვებს ყურადღება არავინ უნდა მიაქციოს.
თქვა ღარიბაშვილმა და გაიმეორა "ოცნებამ" პარლამენტში. ხელისუფლება, რომელმაც კომუნისტური ქვეყანა ნომერ პირველ პარტნიორად აქცია, ახლა ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილი ჩინეთთან ურთიერთობაში ხელს უშლის.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.