"ოცნება" საკუთარი მოქალაქის მკვლელობაზე არ რეაგირებს - რატომ არ სჯიან გინტურის მკვლელებს?
დუმილი და სრული უმოქმედობა საქართველოს მოქალაქის მკვლელობის პასუხად - ერთი კვირის შემდეგაც კი ბრალი არ წაუყენებიათ იმ რუსი ოფიცრებისთვის, ვინც თამაზ გინტური მოკლა. არადა, ხელისუფლებას აქვს ბერკეტი, რომ ქართული კანონმდებლობის მიხედვით, დაუსწრებლად გაასამართლონ რეჟიმის მსახურები, მაგრამ ამას ჯერ არავინ აკეთებს.
დამნაშავეები საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა გადასცენ - რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეები ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, შექმნან პრეცედენტი, როცა მთელი მსოფლიო დაინახავს, როგორ ითხოვს "ოცნების" ხელისუფლება საქართველოს მოქალაქის მკვლელობისთვის ოკუპანტების დასჯას.
რა ეტაპზეა გამოძიება და რა მასალები დევს საქმეში? ამის შესახებ ინფორმაციას ცოტა ხანში თამაზ გინტურის შვილი მიიღებს, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი მისცეს.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.