ახალი პოლიტიკური თაღლითობა - "ოცნებამ" ოპოზიციაც და EU-ც ისევ გადააგდო
"ოცნებამ" ოპოზიციაც და ევროკავშირიც ისევ გადააგდო. საარჩევნო ბარიერი არ დაიწევს. კიდევ ერთი საჯაროდ გაცემული პირობა, რომელზეც ხელისუფლება უარს ამბობს და ძალაუფლების შენარჩუნებას ერთპარტიულად გეგმავს. ის, ვინც 5 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს, პოლიტიკოსეობაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს - ეს არის დღეს "ქართული ოცნების" მთავარი გზავნილი. კიდევ უფრო შორს წავიდა პარლამენტის თავმჯდომარე და ოპოზიციას ბარიერის მათხოვრები უწოდა.
ჯერ კიდევ ერთი წლის წინ პარტიის თავმჯდომარე ირწმუნებოდა, რომ ევროკავშირისგან დადებითი პასუხის შემთხვევაში ერთ თვეში ბარიერი შემცირდებოდა. ბრუსელიდან პასუხი მიღებულია, თუმცა "ოცნება" საჯაროდ გაცემული პირობის შესრულებაზე ასევე საჯაროდ უარს ამბობს. ხელისუფლებამ საკითხი ისე დახურა, რომ არც ოპონენტებთან და არც დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციებიც კი არ გაუვლია.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.