ხმის მიცემა არაელექტრონული პირადობის მოწმობებით - ემზადება თუ არა "ოცნება" არჩევნების გასაყალბებლად?
ემზადება თუ არა "ქართული ოცნებამი" არჩევნების გასაყალბებლად? - ფრიდონ ინჯიას ინიციატივა ორ დღეში დაარეგისტრირეს, განიხილეს და მწვანე შუქიც აუნთეს. ანუ არჩევნებში მონაწილეობა დაშვებული იქნება არაელექტრონული პირადობის მოწმობებით. რატომ გაახსენდათ ახლა ძველი პირადობის მოწმობები? ოპოზიციას ეჭვობს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბების მცდელობას აკანონებს.
ლამინირებული პირადობის მოწმობების დაბეჭდვა გაცილებით იოლია და თან კონტროლის მექანიზმებიც ნაკლებია, ამიტომ წინასაარჩევნოდ ამ მოწმობების მასობრივად დარიგება ე.წ. კარუსელების ორგანიზების წინაპირობაა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" "ევროპელი სოციალისტების" ხელით ცდილობს, არჩევნების გაყალბების მექანიზმები კანონად აქციოს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.