ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ქობულეთთანაა გაჩერებული
ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ქობულეთთანაა გაჩერებული.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, შეფერხების მიზეზი ძაბვის პრობლემაა. მგზავრების განცხადებით, მატარებელი უკვე ნახევარი საათია გაჩერებულია.
მაღალი ძაბვის ქსელზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო, შეფერხდა ბათუმი-თბილისის რეისი. საქართველოს რკინიგზის ტექნიკური ბრიგადა უკვე მუშაობს და უმოკლეს პერიოდში (მაქსიმუმ 30 წუთში) ვიმედოვნებთ მოძრაობის განახლებას," - წერია რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.