შეიწყალებს თუ არა ზურაბიშვილი სააკაშვილს? - პრეზიდენტს "ოცნება" სახალხო აჯანყებით ემუქრება

13.11.23 20:15
შეიწყალებს თუ არა ზურაბიშვილი სააკაშვილს? - პრეზიდენტს "ოცნება" სახალხო აჯანყებით ემუქრება

 

 

დატოვებენ  თუ არა ციხეში მიხეილ სააკაშვილი იმ შემთხვევაშიც თუ პრეზიდენტი მას შეიწყალებს? - ამ კითხვას იუსტიციის მინისტრი არ პასუხობს. რატი ბრეგაძეს იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის სიტყვების ერთგული დარჩება და ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ხელისუფლება წყობიდან ოთარ ზურაბიშვილის ინტერვიუმ გამოიყვანა. პრეზიდენტის ძმა ამბობს, რომ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნისთვის რთულია და მოქმედი პრეზიდენტი გამოსავალს ეძებდა. 

ამ განცხადების შემდეგ კი თავდასხმის ობიექტი სალომე ზურაბიშვილთან ერთად მისი ძმაც გახდა. პრეზიდენტს "ოცნება" სახალხო აჯანყებით ემუქრება, ეს იმ შემთხვევაში თუ ის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას გაბედავს. "ჩვენ მერე ხალხს ვერ გავაჩერებთ" - შეუთვალეს სახელმწიფოს მეთაურს.

ზურაბიშვილს ურჩევენ მისი გაცემული პირობა დაიცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, "ოცნების" ამბოხს მიიღებს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები