რუსეთმა, რომელიც მუსიკას უკრავს და "ოცნება" ამაზე ცეკვავს, პირდაპირ თქვა, რომ ევროინტეგრაცია არ უნდა მოხდეს - გეგელია
"ლავროვმა, მათმა უფროსმა, იმ პირმა, რომელიც მუსიკას უკრავს და "ქართული ოცნება" ამაზე ცეკვავს, პირდაპირ თქვა, რომ არანაირი ევროინტეგრაცია არ უნდა მოხდეს" - განცხადება პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრმა გრიგოლ გეგელიამ "საჯარო პოლიტიკაში" გააკეთა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ქვეყანაში რუსეთის პოლიტიკის გატარებას ცდილობენ.
გრიგოლ გეგელია "ტვ პირველის" ეთერში თბილისის მერს "იდიოტს" უწოდებს და ამბობს, რომ "ქართული ოცნების" პირობებში საქართველო ევროპული გზით ვერ განვითარდება.
ეს არის რუსეთის მსახური ხელისუფლება, რომელიც ერთი-ერთში ატარებს რუსულ ხაზს, გეზს, ნარატივს. ამიტომ დღეს ჩვენ ლავროვმა გვითხრა და კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ვერანაირი ევროინტეგრაცია ამ ხელისუფლების პირობებში ვერ მოხდება. ეს ხელისუფლება, რასაც ისინი სჩადიან, აკეთებენ ემსახურება რუსეთს. სწორედ ამიტომ ვიწყებ ლავროვით და არა იდიოტი კალაძის განცხადების შეფასებით. ეს ხელისუფლება არც დეკემბრამდე, არც თებერვლამდე, არც აპრილამდე და იქამდე, სანამ ისინი არიან ხელისუფლებაში, არაფერს არ გააკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. ამის დასტური მოვისმინეთ დღეს, რომ ლავროვმა, მათმა უფროსმა, იმ პირმა, რომელიც დაკვეთას იძლევა, რომელიც მუსიკას უკრავს და "ქართული ოცნება" ამაზე ცეკვავს, პირდაპირ თქვა, რომ არანაირი ევროინტეგრაცია არ უნდა მოხდეს - განაცხადა გეგელიამ.