თუ უნდათ, 7 პროცენტზე აწიონ ბარიერი, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ - ჩიხლაძე
პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე "ტვ პირველის" ეთერში საარჩევნო ბარიერზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მმართველი პარტია ბარიერს 7%-ამდე აწევს, ოპოზიციის გამარჯვება 2024 წლის არჩევნებში გარდაუვალი იქნება.
სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა უდიდესი როლი ითამაშეს ევროკომისიის მიერ გაცემულ პოზიტიურ რეკომენდაციაზე.
რომ არა ოპოზიცია, საერთოდ არ ვილაპარაკებდით კანდიდატის სტატუსზე, რადგან "ქართული ოცნება" არც შეიტანდა ამას. ეს იყო ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის, ჩვენი მოქალაქეების დამსახურება. რომ არა ოპოზიცია, მარტის აქციები შეიძლება, ისე ჩუმად გაეტარებინათ, თქვენ იცით, რაც ხდებოდა პარლამენტში. რომ არა ოპოზიცია, შედგებოდა ის იმპიჩმენტი, რომელიც უკან დაგვხედა. ეს არის ოპოზიციის არსი და ასე უნდა გავაგრძელოთ.
ლავროვისა და "ოცნების" ლიდერები, ბატონი კალაძე, რომელიც გამორჩეულ პრორუსად ჩამოყალიბდა კორუფციასთან ერთად, ამბობს, რომ მათ თავისი ინტერესები გააჩნიათო, აქ მსხდომნი კი მტრებად დაგვასახელა და რუსეთზე ხმას არ იღებს, ეს გაგრძელდება და იმის ილუზია ნუ გვექნება, რომ ისინი გაჩერდებიან. ჩვენ, ოპოზიცია აუცილებლად გავიმარჯვებთ 2024 წლის არჩევნებში, თუ უნდათ 7 პროცენტზე აწიონ ბარიერი, არ გვეშინია - განაცხადა ჩიხლაძემ.