ძალადობისა კულტივირებით გამორჩეული მეუფის პანსიონის ხელმძღვანელად დანიშვნა მიუღებელია - მიქელაძე

15.06.21 13:47
ძალადობისა კულტივირებით გამორჩეული მეუფის პანსიონის ხელმძღვანელად დანიშვნა მიუღებელია - მიქელაძე

,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტი, თამთა მიქელაძე, "ტვ პირველთან" ამბობს, რომ ნინიწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად ბოდბელი მიტროპოლიტის, მეუფე იაკობის, დანიშვნას ეწინააღმდეგება. 

მისი თქმით, მეუფე იაკობის კანდიდატურა სავარაუდოდ, ხელისუფლებისთვის მისაღები იქნებოდა, რადგან სასულიერო პირი წლებია, მმართველი პარტიის მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩევა: 

მკვეთრად მიუღებელია მეუფე იაკობის ფიგურა, რომელიც წლების განმავლობაში გამორჩევა ძალადობისა და სიძულვილის კულტივირებით. მას ბავშვთა საკითხებზეც მძიმე განცხადება აქვს გაკეთებული. ბავშვებზე ძალადობა მისთვის ნორმალურია.  

მეუფე იაკობი წლებია, ხელისუფლებისადმი ღია ლოიალობით და ერთგულებით გამოირჩევა. მისი კანდიდატურა მისაღები იქნებოდა ხელისუფლებისთვის"- აცხადებს მიქელაძე. 

უფლებადამცველის თქმით, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ ის სასულიერო პირები თუ აღმზრდელები, რომლებიც ამ ძალადობრივი პრაქტიკის ნაწილი იყვნენ, საოჯახო ტიპის დაწესებულებაში არა გამოჩნდნენ.