პროდასავლურად განწყობილ პრეზიდენტზე "ოცნების" თავდასხმები კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უარყოფითად აისახება - დეკანოიძე

14.11.23 11:24
პროდასავლურად განწყობილ პრეზიდენტზე "ოცნების" თავდასხმები კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უარყოფითად აისახება - დეკანოიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ხელისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ოპოზიციის წევრი მიიჩნევს, რომ პროდასავლურად განწყობილ ზურაბიშვილზე "ოცნების" თავდასხმები კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უარყოფითად აისახება. 

მათთვის ნეიტრალურ პლატფორმაზე მყოფი და არა ვთქვათ, რომელიმე პარტიასთან აფილირებული ყველა ასეთი ადამიანი წარმოადგენს საფრთხეს და ამ შემთხვევაშიც სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს საფრთხეს. მეორე, ალბათ ეს არის ივანიშვილის პირადი დამოკიდებულება და ეს პირადი დამოკიდებულება არის ის, რომ იგი დაეხმარა გამხდარიყო პრეზიდენტი მისი ხელდასმით მოხდა პრეზიდენტად არჩევა სალომე ზურაბიშვილის და ახლა მისი ხელისუფლების კრიტიკა რა თქმა უნდა, ივანიშვილისთვის არის ძალიან მტკივნეულად აღქმული. თუ ხელისუფლება გააგრძელებს იმ პრეზიდენტზე თავდასხმას, რომელიც გამოირჩევა პროდასავლური პოზიციებით, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს იქნება ძალიან სერიოზული პრობლემა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გასახსნელად და იმ 9 დათქმის შესასრულებლად, - თქვა ხატია დეკანოიძემ. 

"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის არ აღიარების პოლიტიკა დაიწყო. უმრავლესობის საგანგებო სხდომაზე მსჯელობის შედეგად ლიდერებმა პარტიის ყველა წევრს დაავალეს, რომ ზურაბიშვილი პრეზიდენტად აღარ მოიხსენიონ. “ქალბატონო სალომე" - ასე მოიხსენიებს მმართველი პარტია დღეიდან პრეზიდენტს.  

მსგავსი სიახლეები