პროტესტის მეთორმეტე დღე - ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლები აქციისთვის ემზადებიან

14.11.23 11:43
პროტესტის მეთორმეტე დღე - ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლები აქციისთვის ემზადებიან

პროტესტის მეთორმეტე დღე - ოპერისა და ბალეტის თეატრი სოციალური პროტესტის ეპიცენტრია. გამნათებლები, დეკორატორები და თეატრის ტექნიკური სტაფი მეორე კვირაა ქუჩაში დგას და ხელფასების მატებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ.

არცერთი მოლაპარაკება არ შედგა. არც წულუკიანი და არც თეატრის ადმინისტრაცია დათმობაზე არ მიდის. ხელფასის მომატების ნაცვლად კი თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდანაც კი გაუშვეს, ამიტომ დღეს დიდი აქციაა დაანონსებული.

მოთხოვნა ისევ იგივეა, ხელფასების 100%-ით ზრდა და გათავისუფლებული ადამიანების უკან დაბრუნება და რაც მთავარია, ჩვენ მოვითხოვთ დიალოგს. ეს დიალოგი აუცილებელია. თუ დიალოგი შედგება, რაღაც კომპრომისებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. ასევე მივმართავთ კულტურის სამინისტროს, ჩაერიოს და თვითონაც მიიღოს მონაწილეობა ამ დიალოგში, იმიტომ რომ უმძიმესი სიტუაციაა, ადამიანებს აქვთ 500 ლარი ხელფასი, ეს არის შეურაცხყოფა". - ამბობს ხელოვანი. 
 

მსგავსი სიახლეები