სალომე ზურაბიშვილი გახდა "ასანთი პატარა ბავშვის ხელში" - მაჭარაშვილი

14.11.23 11:45
სალომე ზურაბიშვილი გახდა "ასანთი პატარა ბავშვის ხელში" - მაჭარაშვილი

"ქართული ოცნების" შემდეგ პრეზიდენტს თავს "ხალხის ძალაც" ესხმის. გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილს პატარა ბავშვს ადარებს, რომელსაც ხელში ასანთი უკავია და ნებისმიერ დროს შეიძლება სახელმწიფო "გადაწვას". 

"ოცნების" დანაყოფის წევრი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი 24 საათიან დაკვირვებას საჭიროებს, რათა ქვეყანა არ დააზიანოს. 

სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი გახდა ასანთი პატარა ბავშვის ხელში. 24 საათიან რეჟიმში უნდა დააკვირდე, რომ არ დააზიანოს თავისი განცხადებებით საქართველოს სახელმწიფო. თუნდაც ბოლო განცხადება ჩინეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებით ამაზე მეტყველებს, რომ არ შეიძლება, რომ ის ფუნქციები, რაც გააჩნია ზურაბიშვილს, იყოს რელევანტური ამ ადამიანისთვის და ამიტომ არსებობს 24 საათიანი რეჟიმი. ჩვენ ვიცოდით და საზოგადოება ახლა ხვდება, რატომ არ უშვებდა მშობელი ანუ მთავრობა ამ პატარა ბავშვს, ზურაბიშვილს ასანთით ხელში უცხოეთში. იმიტომ, რომ ის ან გადაწვავდა საკუთარ სახელმწიფოს... ახლა ვხედავთ, რომ აშშ, ევროპის სახელმწიფოები ცდილობენ, რომ ჩინეთთან დაამყარონ კარგი ურთიერთობები და ახლა ზურაბიშვილი ამბობს, რომ უნდა გასამართლდეს ჩინეთის სახელმწიფოს ხელმძღვანელი. ეს არის ზუსტად ანტისახელმწიფოებრივი. ყველაფერი გააკეთა მან როგორც პრეზიდენტმა, რომ დაეზიანებინა ქვეყანა და ახლა როგორც სუბიექტი აზიანებს თავს და თუ მალე გაჩერდება, უფრო ნაკლებ ზიანს მიიღებს როგორც პიროვნება, - ამბობს მაჭარაშვილი. 

"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის არ აღიარების პოლიტიკა დაიწყო. უმრავლესობის საგანგებო სხდომაზე მსჯელობის შედეგად ლიდერებმა პარტიის ყველა წევრს დაავალეს, რომ ზურაბიშვილი პრეზიდენტად აღარ მოიხსენიონ. “ქალბატონო სალომე" - ასე მოიხსენიებს მმართველი პარტია დღეიდან პრეზიდენტს. 

მსგავსი სიახლეები