ვაპირებთ, ნებისმიერი ბარიერის პირობებში გავისტუმროთ "ოცნება" ისტორიულ სანაგვეზე - გეგელია
"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ "ლელოსთვის" არ აქვს მნიშვნელობა, რამდენპროცენტიანი იქნება საარჩევნო ბარიერი. ოპოზიციის წევრის თქმით, პარტია ნებისმიერი ბარიერის პირობებში აპირებს, "ოცნება" ისტორიულ სანაგვეზე გაისტუმროს.
რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ დაარღვევს პირობა. მას ყველა პირობა ყოველთვის აქვს დარღვეული და არცერთი არასდროს არ აქვს შესრულებული. რაც შეეხება უშუალოდ ბარიერს, მე ვფიქრობ, ეს არის დემოკრატიის ინკლუზიის საკითხი და ამ პრიზმაში შეიძლება იყოს საინტერესო როგორც საკითხი, მაგრამ კონკრეტულად ჩემი პოლიტიკური პარტიისთვის ეს არ არის და ვერ იქნება ვერავითარი წინაღობა, რადგან ჩვენ ნებისმიერი ბარიერის პირობებში ვაპირებთ, რომ გავისტუმროთ ისტორიის სანაგვეზე ეს ხელისუფლება, - ამბობს გეგელია.
"ქართული ოცნებამ" კიდევ ერთი პირობა დაარღვია - სარჩევნო ბარიერი არ დაიწევა. საკითხი ისე დახურა, რომ ამ თემაზე კონსულტაციებიც კი არ გაუმართავს. ივანიშვილის პარტია არ არის თანახმა, მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იყოს, მთავრობა კი ოპოზიციასთან ერთად დააკომპლექტოს.