5% კი არა, 7%-ზე აწიეთ თუ გნებავთ ბარიერი, მაინც მოვიგებთ - სერგო ჩიხლაძე ხელისუფლებას

14.11.23 12:07
 5% კი არა, 7%-ზე აწიეთ თუ გნებავთ ბარიერი, მაინც მოვიგებთ - სერგო ჩიხლაძე ხელისუფლებას

 5% კი არა, 7%-ზე აწიეთ თუ გნებავთ ბარიერი, მაინც მოვიგებთ, - ამ სიტყვებით მიმართავს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე ხელისუფლებას. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ოპოზიციას აქვს გეგმა, როგორ უნდა დააზღვიონ ის ფაქტი, რომ ხმები არ დაიკარგოს და ვინმე ბარიერს მიღმა არ დარჩეს. 

არ გვაინტერესებს, საერთოდ, ეს ბარიერის თემა. 5% კი არა 7%-ზე აწიეთ, ბატონებო და ქალბატონებო, მაინც მოვიგებთ, მაინც დამარცხდებით. ოპოზიციურ პარტიებს აქვთ გეგმა, როგორ გადააზღვიონ ის ფაქტი, რომ ვთქვათ, ხმები არ დაიკარგოს და ვინმე ბარიერს მიღმა არ დარჩეს. ამ სიურპრიზებსაც მალე მოგაწვდიან, პატივცემულო ხელისუფლებავ, - ამბობს სერგო ჩიხლაძე.  

"ქართული ოცნებამ" კიდევ ერთი პირობა დაარღვია - სარჩევნო ბარიერი არ დაიწევა.  საკითხი ისე დახურა, რომ ამ თემაზე კონსულტაციებიც კი არ გაუმართავს. ივანიშვილის პარტია არ არის თანახმა, მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იყოს, მთავრობა კი ოპოზიციასთან ერთად დააკომპლექტოს.   

მსგავსი სიახლეები