ზურაბიშვილის სამარცხვინო განცხადების გამო ბოდიშის მოხდა მოგვიწია, ის რჩება ფორმალურ პრეზიდენტად - კობახიძე

14.11.23 12:34
ზურაბიშვილის სამარცხვინო განცხადების გამო ბოდიშის მოხდა მოგვიწია, ის რჩება ფორმალურ პრეზიდენტად - კობახიძე

სალომე ზურაბიშვილი რჩება ფორმალურ პრეზიდენტად - ირაკლი კობახიძემ მორიგი იერიში პრეზიდენტზე პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას მიიტანა.

"ოცნების" თავმჯდომარემ, ფრანგული მედიისთვის მიცემული ინტერვიუს გამო, სადაც პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერის შესაძლო გასამართლებაზე ისაუბრა, ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და სამარცხვინო უწოდა მის განცხადებას.

სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო სამარცხვინო, რომლის გამოც საქართველოს მთავრობას ბოდიშის მოხდა მოუწია. ეს არ არის პირველი განცხადება, გახსოვთ მისი განცხადება 2019 წელს, როდესაც გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, მთავრობას დასჭირდა თვეები იმისთვის, რომ დიპლომატიური პრობლემები აერიდებინა თავიდან. 

ზურაბიშვილი ცდილობს, რამენაირად დააზიანოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები, მას თვეები აქვს დარჩენილი უფლებამოსილების ამოწურვამდე და ცდილობს, მაქსიმალურად გამოიყენოს ეს თვეებიც დავალებების შესასრულებლად, იმ დავალებების, რომელიც არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. რა თქმა უნდა, ამის საშუალება სალომე ზურაბიშვილს არ ექნება, ის რჩება ფორმალურ პრეზიდენტად, რაც უკვე ყველამ გაიგო, აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ინტერესი იქნება თავიდან ბოლომდე დაცული". - განაცხადა კობახიძემ,

მსგავსი სიახლეები