როიალის დადგმა ფუფუნების საგანი არ არის, ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი და იმართება კონცერტები - ბოლქვაძე
როიალის დადგმა ფუფუნების საგანი არ არის. ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი, იმართება კონცერტები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ელისო ბოლქვაძემ განაცხადა, რითაც რომან გოცირიძეს უპასუხა.
გოცირიძემ პარლამენტის ბიუროს მიმართა, განიხილონ, როგორც მისი კანონპროექტი რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უძრავი ქონების შეძენის აკრძალვის შესახებ, ასევე ელისო ბოლქვაძის წინადადება პარლამენტში როიალის შეტანასთან დაკავშირებით.
ძალიან ბევრი სპეკულაციებია ამ როიალის დადგმასთან დაკავშირებით. როიალის დადგმა ფუფუნების საგანი არ არის. ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი, იმართება კონცერტები. კონცერტები და კლასიკური მუსიკა გართობის თემა არ არის. ეს არის ცნობიერების ამაღლება“, - თქვა ბოლქვაძემ.