172 კანონპროექტი წარმოადგინა ოპოზიციამ და აქედან 157 არის გაჩერებული, ყველა კანონპროექტი, რომელიც ეხება რუსეთს, არის გაჭედილი - გოცირიძე

14.11.23 12:48
172 კანონპროექტი წარმოადგინა ოპოზიციამ და აქედან 157 არის გაჩერებული, ყველა კანონპროექტი, რომელიც ეხება რუსეთს, არის გაჭედილი - გოცირიძე

172 კანონპროექტი წარმოადგინა ოპოზიციამ და აქედან 157 არის გაჩერებული - ყველა კანონპროექტი, რომელიც ეხება რუსეთს, არის გაჭედილი, - ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტში ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა კანონპროექტი, რომელიც ეხება რუსეთს, არის გაჭედილი.

ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ შავი საქმის მკეთებელი არის ანრი ოხანაშვილი. 32 კანონპროექტი აქვს გაჭედილი იურიდიულ კომიტეტზე. თურმე, 30-ში, როცა ჩვენ მივლინებაში ვიყავით ჰოლანდიაში, აღმოჩნდა, რომ ბიუროზე კანონპროექტი, რომელიც ეხებოდა რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენისთვის მორატორიუმის გამოცხადებას 2 წლით, კიდევ ორი თვით გადაგივადებიათ. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, კანონპროექტი როცა „ევროოპტიმისტებმა“ დავარეგისტრირეთ, მხოლოდ 8 ათასი ბინა ჰქონდათ ნაყიდი, დღეს უკვე არის 13 ათასი. ზღვის სანაპიროებზე კი არ ყიდულობენ, სოფლებსაც მოედნენ. რუსეთის მოქალაქეებმა 24 ათასი იურიდიული პირი შექმნეს. 12 ათასი ბინა იყიდეს. 12 ათას ბინაში ორი ადამიანი რომ ჩასახლდეს, ეს არის 24 ათასი, ხაშურზე დიდი ქალაქია ეს. ასევე, მეორე კანონპროექტი გადაგივადებიათ, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის საინვესტიციო ბინადრობის უფლების შეზღუდვას ეხებოდა. ეს არის ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, ბოლოს იტალიამ გააკეთა და სიტყვა-სიტყვით გადმოვწერეთ ეს კანონპროექტი. რატომ არ იხილავთ, ხომ არ გეუბნებით რომ მიიღეთ? იმიტომ არ იხილავთ, რომ არ გინდათ მოქალაქეებმა გაიგონ. შეწყვიტეთ კონსტიტუციის დარღვევა! რეზოლუცია სასწრაფოდ უნდა გამოიტანოთ. ნუ იყენებთ ანრი ოხანაშვილს შავი საქმეების მკეთებლად!“, - განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები